loader

"კივილი დაიწყო... გაუსივდა ენა, ტუჩები" - ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კივილი დაიწყო... გაუსივდა ენა, ტუჩები" - ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა

ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, სავარაუდოდ, შეფუთვა შეეშალათ და „კროტი“ მისცეს.
ბავშვი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი მ. იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, იგი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს , ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. მათივე ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველი უკვე დაიკითხა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.