loader

"დაგვინახონ იმ გარყვნილებმა, რომ ბევრნი ვართ" - კონტრაქციის მონაწილეები ე. წ. სამოქალაქო გვარდიაში წევრიანდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგვინახონ იმ გარყვნილებმა, რომ ბევრნი ვართ" - კონტრაქციის მონაწილეები ე. წ. სამოქალაქო გვარდიაში წევრიანდებიან

„საქართველოს ეროვნულმა ერთობამ“ ე.წ. სამოქალაქო გვარდიის შექმნა დაიწყო. ორგანიზაციის წევრები მასში აწევრიანებენ რიგით მოქალაქეებს. არ ვრცელდება ასაკობრივი და სქესობრივი შეზღუდვა, გარდა მცირეწლოვნებისა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ერთობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სამოქალაქო გვარდიის მიზანი იქნება შიდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი საომარ მოქმედებებში ჩაბმაც.

სამოქალაქო გვარდიაში გაწევრიანების მსურველები საბჭოს ქუჩასთან, ლონდონის ბაღში არიან შეკრებილები და რვეულზე სახელის, გვარისა და ტელეფონის ნომრის დაფიქსირებით ხდებიან გვარდიის წევრები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცველები, რომლებიც უსაფრთხოებას იცავენ.

ავტორი: ნიკა საჯაია