loader

ოჯახის სიწმინდის დღე - "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახის სიწმინდის დღე - "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება

"ვარდების მოედნიდან" მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და "ვარდების მოედნისკენ" გაემართება.

12:00 საათზე კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით "ვარდების მოედნიდან" ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300-მდე ოჯახს დალოცავენ. შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50-მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.