loader

20 და 22 წლის ძმები ბასრი საგნით დაჭრეს - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 და 22 წლის ძმები ბასრი საგნით დაჭრეს - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან გორის საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაშავებული ძმებიდან ერთი 20 წლის, მეორე კი 22 წლისაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.