loader

თბილისში მამაკაცს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა - ფოტოკადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში მამაკაცს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა - ფოტოკადრები ადგილიდან

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შუახნის მამაკაცს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.