loader

"ჩემს გულს კლავს ის, რომ მისი მკვლელი დაუსჯელად დადის, სადაც უნდა" - გიგა ოთხოზორიას დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს გულს კლავს ის, რომ მისი მკვლელი დაუსჯელად დადის, სადაც უნდა" - გიგა ოთხოზორიას დედა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. გიგა ოთხოზორიას დედის განცხადებით, მიუხედავად ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, სახელმწიფომ თავიდანვე არ გამოიჩინა ნება და საკითხი სათანადო სიმაღლეზე არ აიყვანა. ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, უშუალო მკვლელზე არანაკლებ დამნაშავეა სამი პირი, ვინც კანჯი ოღლის თან ახლდა. ოთხოზორიას საფლავზე, ხელისუფლების, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კი რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.