loader

"რომ მოვიხედე ცეცხლი იყო განთებული" - ბათუმში თევზაობისას სამი ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ მოვიხედე ცეცხლი იყო განთებული" - ბათუმში თევზაობისას სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში თევზაობის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. თვითმხილველების ინფორმაციით, მდინარეში თევზაობისას, სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დამწვრობა აღენიშნებათ. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ბათუმში, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება და კანონით განსაზღვრული გაბარიტი, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო და არის, შესაბამისად, მდინარეზე, ხიდიდან თევზაობისას ახალგაზრდების დაშავება, გადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება.", - ნათქვამია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.