X
ბათუმში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ლიფტში დაჭრეს
18:51 / 27-05-2018
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35-წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც „პალიტრავიდეოს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულ ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
რეპორტაჟს მომხდართან დაკავშირებით აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
იცნობდეთ ქართველ ქიმიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს
"რომ არ დაბრუნდე, იცოდე, არ გაპატიებ!.."
ბინა პარიზში, აქციები ბანკსა და ღვინის კომპანიაში, საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი
ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს საჩხერეში დაიბადა