loader

საზარელი მკვლელობა ხობში - რამდენიმე წუთის წინ სამი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა ხობში - რამდენიმე წუთის წინ სამი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს

ხობში სამი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს პარლამენტის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ გააკეთა.

"ახლა მაცნობეს შემზარავი ამბავი. ხობში სამი ახალგაზრდაა მოკლული. სამივეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს შუბლში", - განაცხადა ქებურიამ.


ფოტო: "სენაკის ქრონიკა"


ასევე დაგაინტერესებთ:

"სამივეს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი" - ახალი დეტალები ხობში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე