loader

ამ წუთებში პარლამენტთან გაშლილ კარვებში ზაზა სარალიძესთან შესახვედრად გიორგი მარგველაშვილი მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში პარლამენტთან გაშლილ კარვებში ზაზა სარალიძესთან შესახვედრად გიორგი მარგველაშვილი მივიდა

ამ წუთებში პარლამენტთან გაშლილ კარვებში ზაზა სარალიძესთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. პრეზიდენტი სარალიძეს გადაეხვია თანაგრძნობის ნიშნად და მიუსამძიმრა.

პრეზიდენტი და სარალიძე კარავში საუბრობენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და უფლებადამცველი ზვიად კუპრავა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება.


ავტორი: ეკატერინე ბახუტაშვილი

იხილეთ ასევე: რა ხდება პარლამენტთან, სადაც ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი

სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის კადრები ვრცელდება 

"შე დედა მო ..." - ნიკა გვარამიამ აქციაზე ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა