loader

შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ერთი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ერთი პირი

ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.