loader

"7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ და არც ერთი იყო ხანდაზმული" - რას ითხოვენ მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ და არც ერთი იყო ხანდაზმული" - რას ითხოვენ მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები?

"7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ და არც ერთი იყო ხანდაზმული" - რას ითხოვენ მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები? - აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მალხაზ ბენიძე.

2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან და ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ, - ამის შესახებ გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. ამ წუთებში მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა2013“ გლდანის დეპოში გაფიცვას აწყობს.  

მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უვადო გაფიცვას და შიმშლობას იწყებენ, რაც მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.

მეტროს მემანქანეები გაფიცვას ხელფასის მომატების მოთხოვნით აწყობენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან გაფიცვას მხოლოდ ის მემანქანეები აწყობენ, რომლებსც დღეს სამუშაო ცვლა უკვე დაუმთავრდათ.

ავტორი: გიორგი ჟამერაშვილი

ასევე იხილეთ: ვერც ერთი მემანქანე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე - რატი კაპანაძე