loader

"ბლაგვი საგნებით მიყენებული 100-ზე მეტი დაზიანება" - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბლაგვი საგნებით მიყენებული 100-ზე მეტი დაზიანება" - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალის იზოლატორში ბლაგვი საგნებით 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს, რამაც სავარაუდოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია. თითქმის 3-თვიანი ლოდინის შემდეგ ცხინვალის რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რაც წამების კვალზე მიუთითებს. დასკვნაში არაფერია ნათქვამი სავარაუდოდ ტყვიის კვალზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე თავის არეში - დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დააფიქსირეს.