loader

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველ ძმებს თურქეთში მკვლელობაში ადანაშაულებენ - "ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენი ჩამოაფარეს და აწამეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველ ძმებს თურქეთში მკვლელობაში ადანაშაულებენ - "ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენი ჩამოაფარეს და აწამეს"

თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი ედებათ მკვლელობაში. როგორც თურქული მედია იუწყება, ერთი ქართველი დაკავებულია, ხოლო მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული.

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, საუბარია ძმებ გ. და გ. წ-ებზე. ძმები თურქეთის მოქალაქემ, ორჰან ჩელიქმა სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს. წამების შედეგად ორჰან ჩელიქი გარდაიცვალა. მომხდარს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც ქართველების მხრიდან ასევე გახდა წამებისა და ძალადობის ობიექტი.