loader

კადრები ჩაქვიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სატვირთო ავტომობილი ფერდობზე გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ჩაქვიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სატვირთო ავტომობილი ფერდობზე გადმოვარდა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი ჩაქვის გვირაბთან შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფერდობზე გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. 




ავტორი: მარიკო კეკელიძე