loader

"მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ცხინვალიდან შეყვანილ პაციენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ცხინვალიდან შეყვანილ პაციენტზე


ღუდუშაურის კლინიკაში როდესაც გადმოყავთ პაციენტი, ჩვენთვის პირველ რიგში არის პაციენტი და იდენტიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ხდება. ახლა შაბათ-კვირა დაემთხვა და მისი მონაცემები კლინიკისთვის უფრო დაწვრილებით იქნება გადმოცემული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა 7 ივნისს, გამთენიისას ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" მიერ ცხინვალის რეგიონიდან მათ კლინიკაში შეყვანილ პაციენტზე.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ასლან ჯიოევი, გელანტიამ განაცხადა, რომ პაციენტის სახელისა და გვარის იდენტიფიკაციის უფლება არ აქვთ და მისი მონაცემებიც კლინიკას მოგვიანებით გადაეცემა.



ავტორი: ეკა ბახუტაშვილი