loader

რა რაოდენობის ხალხია ამ წუთებში რუსთაველის აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რაოდენობის ხალხია ამ წუთებში რუსთაველის აქციაზე

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მთავარი სლოგანია "ნუ მომკლავ". ასევე, ორგანიზატორთა გზავნილია შეიცვალოს სისტემა და დაისაჯონ სისტემის დამნაშავე პირები.

საპროტესტო აქციაზე იმყოფება ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქციას „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები და შვილმოკლული მშობლები შეუერთდნენ.

საპროტესტო აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ერთი საათით გვიან დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამის მიზეზი რეგიონებიდან მომავალი ხალხია, რომელთაც თბილიში ჩამოსვლა დააგვიანდათ. რეგიონებიდან დედაქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მხარდამჭერები და თანამოაზრეები მიკროავტობუსებით მოდიან.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: ვინ არის მამაკაცი, რომელსაც რუსთაველზე სოლიდარობის აქცია მიჰყავს და რას ამბობდა ის ე. წ. ვაკის აქციაზე

"შენი "სუს"-ის აგენტი დედას ****" - ინციდენტი რუსთაველის აქციაზე: ახალგაზრდას წყალი შეასხეს

"გახარიამ ფეხებზე დაგვიკიდა" - ზაზა სარალიძე შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

"ხელი არ დაარტყათ!" - მორიგი დაპირისპირება რუსთაველის აქციაზე

"აქ ვიქნები, სანამ ჭეშმარიიტება არ იზეიმებს! გამოუშვან ბეტეერები და გადამიარონ!" - ზაზა სარალიძე

"მიდი-შვიდი" - რუსთაველის აქციის წამყვანის "მარგალიტები"