loader

რა ხდება მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც „პალიტრავიდეოს“ თვითმხილველმა განუცხადა, მოსახლეობა 8-9 ივნისს, გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო პარაპლანისტების დაკავებას აპროტესტებს და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამ მიზეზით ადგილობრივებმა სოფელ ქვეშეთთან გზა გადაკეტეს. შესაბამისად, გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს წინ უსწრებდა რუსი პარაპლანისტების მიერ ერთ-ერთი ქართველი პარაპლანისტის ცემა. დღეს დილით კი, დაკითხვაზე დაბარებული 4 პარაპლანისტი დააკავეს. ადგილობრივები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

პარაპლანისტების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

შსს გუდაურში რუსი პარაპლანისტების ცემასთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.