loader

რა პრობლემები შეუქმნა სეტყვამ და გადაუღებელმა წვიმამ გორის რაიონს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პრობლემები შეუქმნა სეტყვამ და გადაუღებელმა წვიმამ გორის რაიონს

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის რაიონში რამდენიმე სოფელიც დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მეჯვრისხევში, სადაც 12 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. წყლის დიდი ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დატბორილია ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები და სახლის სარდაფები. წყალმა სახლის პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული და ხდებოდა წყლის ამოტუმბვა. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.