loader

მკვლელობა თბილისში - ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული ჭრილობებით, 35 წლის მამაკაცი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა თბილისში - ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული ჭრილობებით, 35 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო 34 წლის მამაკაცი, რომლიც დღეს დილით საკუთარ სახლთან მოკლეს

"სახე ჰქონდა დაზიანებული რაღაც ბლაგვი საგნებით თუ სამშენებლო ნარჩენებით" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა თბილისში - ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული ჭრილობებით, 35 წლის მამაკაცი მოკლეს