loader

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებენ

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზეა ჩანიშნული. უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.