loader

"სანაგვე ყუთში ჩავაგდეო ბავშვის ტანსაცმელი, პროსტინა... დანით მოუკლავს" - რას ამბობს მეზობელი ბათუმში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანაგვე ყუთში ჩავაგდეო ბავშვის ტანსაცმელი, პროსტინა... დანით მოუკლავს" - რას ამბობს მეზობელი ბათუმში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე

ბინის მესაკუთრე, რომელმაც უცხოეთის მოქალაქეებს ბინა მიაქირავა, აცხადებს, რომ 4 წლის ბავშვის მკვლელობის დეტალები არ იცის. ბინის მესაკუთრის თქმით, შემთხვევა ღამის 12 საათზე მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მისი თქმით, ბინა ორ ქალს 1 თვის წინ მიაქირავა.

"1 თვის წინ ჩემთან მოვიდნენ, სახლის დაქირავება უნდოდათ. ბავშვი საერთოდ არ მინახავს. ერთი თვეა აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგია. ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდათ", - აცხადებს ბინის მესაკუთრე თამარ დიასამიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დანა და ზეწრები ნაგვის ურნიდან ამოიღეს.

"ორი ქალი იყო, ალბათ, იჩხუბეს. პოლიციამ ნაგვის ურნიდან დანა და ზეწრები ამოიღო", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა. არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.


ავტორი: მარიკო კეკელიძე


ასევე დაგაინტერესებთ:
"ბავშვის ხმა არ გამიგონია" - რას ჰყვება ბინის მეპატრონე ბათუმში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე

"ცხედარი პოლიციასთან თავად მოიტანაო" - ახალი დეტალები ბათუმიდან, სადაც 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელი დააკავეს