loader

"ცხედარი პოლიციასთან თავად მოიტანაო" - ახალი დეტალები ბათუმიდან, სადაც 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხედარი პოლიციასთან თავად მოიტანაო" - ახალი დეტალები ბათუმიდან, სადაც 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი და 4 წლის ბავშვის დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს.

ამასთან, სახლის მეპატრონე, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ჰქონდა მიქირავებული, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყო. სხვა დეტალებზე სახლის მეპატრონე არ საუბრობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: "სანაგვე ყუთში ჩავაგდეო ბავშვის ტანსაცმელი, პროსტინა... დანით მოუკლავს" - რას ამბობს მეზობელი ბათუმში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე

"ბავშვის ხმა არ გამიგონია" - რას ჰყვება ბინის მეპატრონე ბათუმში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე