loader

ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის სხვენს გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის სხვენს გაუჩნდა

ხანძარი ქუთაისში - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სხვენს გაუჩნდა.

ტელეკომპანიის ცნობითვე, ​მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად არც ერთი ბინა არ დამწვარა, თუმცა, საცხოვრებელი ბინები სახურავიდან ჩასული წყლით დაზიანდა.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, კორპუსში მიმდინარე შედუღებითი სამუშაოებია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.