loader

"დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა მუცლის ღრუში" - ექიმის პირველი კომენტარი მუხაესტატეს პოლიციის უფროსის გარდაცვალებაზე, რომელიც თანასოფლელმა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა მუცლის ღრუში" - ექიმის პირველი კომენტარი მუხაესტატეს პოლიციის უფროსის გარდაცვალებაზე, რომელიც თანასოფლელმა მოკლა

ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბლაგვი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის დაჭრილ მდგომარეობაში სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მოკვლის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამავე სოფლის მკვიდრმა მოკლა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება.


ასევე დაგაინტერესებთ:


ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს - რას ჰყვებიან თანასოფლელები




ავტორი: მარიკო კეკელიძე