loader

დაპირისპირება და სპეცრაზმი პანკისში - რუსულნომრიანმა მანქანამ კადიროვის ფოტოთი, ხეობაში გაღიზიანება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება და სპეცრაზმი პანკისში - რუსულნომრიანმა მანქანამ კადიროვის ფოტოთი, ხეობაში გაღიზიანება გამოიწვია

პანკისში სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში დაძაბულობა იყო. სამართალდამცველების მობილიზება დუისში ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო გახდა საჭირო. კონფლიქტი ადგილობრივებს შორის რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული. ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ: „ახმადი ძლიერია“. ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განსამუხტავად ადგილზე მობილიზებული იყო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ორი ჯგუფი. როგორ მოხვდა რუსულნომრიანი მანქანა კადიროვის ფოტოთი პანკისის ხეობაში, უცნობია.