loader

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში, დაკავებულმა , შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გარდაცვლილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად, მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გამოძიება ასევე მიმდინარეობს ერთი პირის მიმართ რომელმაც აღნიშნული ფაქტი დამალა და სამართალდამცველებს ამის შესახებ არ შეატყობინა , მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


იხილეთ ასევე: "მომინახონ ჩემი შვილის მკვლელი.... თურმე ჩემი შვილი მკვდარია და მე მალაპარაკებდნენ" - რას ამბობს გლდანში მოკლული 32 წლის მამაკაცის დედა

"ამბობენ, რომ აქ არ მომხდარა დაჭრის ფაქტი" - ადგილობრივები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე საუბრობენ

"მარჯვენა ხელი ჰქონდა სისხლიანი... მე რომ დავინახე სახე, უკვე მკვდარი იყო" - რას ჰყვება ადგილობრივი გლდანში მომხდარ მკვლელობაზე