loader

ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ავტობუსებში ამოქმედდება - ის, რაც ყველა მგზავრისთვის საინტერესო იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ავტობუსებში ამოქმედდება - ის, რაც ყველა მგზავრისთვის საინტერესო იქნება

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. აღნიშნული ერთ-ერთი პირობაა, რომელსაც თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერით ითხოვს.

გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული.

ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ - გზისკენ, მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

ავტობუსების მახასიათებლები შემდეგი უნდა იყოს: ძარის ტიპი (Body style) დაბალშესასვლელიანი საქალაქო ავტობუსი (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური); ავტობუსის სიგრძე 10000 მმ (+1000 მმ, -500 მმ), სიგანე 2500 მმ (± 100 მმ) (უკანა ხედვის სარკეების გარეშე), სიმაღლე 2800 მმ (+ 400 მმ) (სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარეშე), მაქსიმალური წონა (დაუტვირთავ მდგომარეობაში) არაუმეტეს 18 000 კგ.

მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 69 მგზავრი.

დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 200 კვტ. წვა 100კმ-ზე სორტების მიხედვით, არაუმეტეს 35 ლიტრისა 100 კმ-ზე. საწვავის ავზის ტევადობა არანაკლებ 200 ლიტრი. სიჩქარე არანაკლებ 70 კმ/სთ.