loader

"გამატარებთ?.. დავდგეთ და ვუყუროთ ერთმანეთს" - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამატარებთ?.. დავდგეთ და ვუყუროთ ერთმანეთს" - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ.

მეუფე ანტონი საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მივიდა. მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

"ალბათ, იქნება", - ასე უპასუხა მეუფე ანტონმა კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრეობიდან ჩამოშორების საკითხზე მსჯელობა, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა: "საიდან მოგაქვთ".