loader

თბილისის 5 უბანი, სადაც შხამიანი გველები გამოჩნდნენ - დედაქალაქში 244 გველი დაიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის 5 უბანი, სადაც შხამიანი გველები გამოჩნდნენ - დედაქალაქში 244 გველი დაიჭირეს

მიმდინარე წელს თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 244 გველი დაიჭირა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გასული თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი, 140 გველი მაისში დაიჭირეს და ზოგადად, ქვეწარმავლების რაოდენობა მაისსა და ივნისში იმატებს, ივლისიდან კი იკლებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, შოთა ზანდუკელის ინფორმაციით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის გამოძახებები ფიქსირდება, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენა, ძირითადად, მაინც გარეუბნებში ხდება.


ტექსტი: მარიამ მენაბდიშვილი

ვიდეო: თიკო გურაშვილი