loader

"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის" - რა გეგმა აქვს მერიას ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის" - რა გეგმა აქვს მერიას ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოწვევების თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება დიდი მხარდაჭერა, თანადგომა, რადგან მერიას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თუმცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის, რომ ის არსებული რეალობა, რაც ჰაერის დაბინძურების კუთხით გვაქვს, იყოს მოგვარებული", - განაცხადა კალაძემ.