loader

სპეცოპერაცია გლდანში: სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია გლდანში: სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდნენ

შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა.

"მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება. გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის მომართვიდან, რამდენიმე საათში გადაუდებელი აუცილებლობით დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადეს შსს-ში.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.