loader

ვინ იყო 23 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 23 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

თბი­ლის­ში დღეს დი­ლით მომ­ხდარ ავა­რი­ას 23 წლის მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ერ­თმა­ნეთს მო­ტო­ციკ­ლი და ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯახ­ა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი 23 წლის ლუკა გვა­ზა­ვაა. ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ლე­ვან გვა­ზა­ვას ვაჟი იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ღუ­პუ­ლი დიდი ხა­ნია მარ­თავს მო­ტო­ციკლს.

ზუკა გვა­ზა­ვას შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვაც:

"რო­გორ მახ­სოვს ზუ­კას და­ბა­დე­ბა, რა ბედ­ნი­ე­რი იყო ლე­ვა­ნის მამა ზურა გვა­ზა­ვა, ზურა გვა­ზა­ვა გაჩ­ნდა­ო. ლე­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი ვაჟ­კა­ცი! დღეს რო­გორ გა­ნუ­გე­შო, ლე­ვან, ზუკა აღარ არის. მისი და­ბა­დე­ბის ლხი­ნის სუფ­რას და­ვეს­წა­რი, მის დაკ­რძალ­ვას და პა­ნაშ­ვიდს ვერ და­ვეს­წრე­ბი... მა­პა­ტიე, ლე­ვან, რო­გორ გა­ნუ­გე­შო, არ ­ვი­ცი. გაძ­ლი­ერ­დი ამ მძი­მე წუ­თებ­ში. რა­ტომ და­ი­სა­ჯე ასე, რა­ტომ?" - წერს ნინო ჯღარ­კა­ვა პოს­ტში. განაგრძეთ კითხვა


ხილეთ ასევე: "მანქანას დაარტყა და გადმოისროლა მეორე მხარეს, იქიდან მომავალ მანქანას შეასკდა" - აშშ-ის საელჩოსთან საზარელ ავარიას 23 წლის ახალგაზრდა შეეწირა