loader

ინფორმაცია, რომელიც ყველას გაახარებს - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია, რომელიც ყველას გაახარებს - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი სიჩქარით. როგორც სინოპტიკოსები განმარტავენ, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33–35 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 36-39 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 6-7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.