loader

უმძიმესი ავარია თელავში - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია თელავში - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელის" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად "ოპელის" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




ავტორი: ნათია წითელაური