loader

ვინ შეცვლის ზურაბ პატარიძეს - "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ შეცვლის ზურაბ პატარიძეს - "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი წარადგინა

პარტია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდიდან აღნიშნულ თანამდებობაზე შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც დათანხმდა.
თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო, ასევე ის "აჭარა წყალ ჯორჯიას" იურიდიულ დირექტორად მუშაობდა.
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა. კადრებს "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.