loader

"ქალს ფეხი მოუცურდაო, მწყემსი მიხმარებია და ქმარი აშარებულა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალს ფეხი მოუცურდაო, მწყემსი მიხმარებია და ქმარი აშარებულა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა, მოკლულია, ხოლო დამნაშავე უკვე დაჭერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ. „6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსგან მივიღეთ.

მათი თქმით, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილზე გაჰყავთ დანაშაულში ეჭვმიტანილი. როგორც წყარო გვეუბნება, დანაშაული ერთი პირის მიერაა ჩადენილი, რომელმაც ჯერ მამაკაცი - რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში.



ასევე დაგაინტერესებთ:


"ბავშვი ტიროდა და მაშ, რაღას ვიზამდი, იმასაც ვესროლეო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

"ადგილი ჰქონდა ქალზე ძალადობის მცდელობას და ამას შეეწირნენ" - ხადას ხეობაში დაკარგული ცოლ-ქმარი, შესაძლოა, მოკლულია