loader

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის არასრულწლოვანმა დამ მკვლელობის დღე და ბრალდებულის ზარი გაიხსენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის არასრულწლოვანმა დამ მკვლელობის დღე და ბრალდებულის ზარი გაიხსენა

საქალაქო სასამართლოში თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის არასრულწლოვანი და იკითხება, რომელიც მკვლელობის დღეს იხსენებს. მოკლულის დის განცხადებით, ბრალდებულმა ღამის საათებში დაურეკა და ჰკითხა, თუ სად იყო ანა ნაცვლიშვილი. ასევე მისი თქმით, გრიგალაშვილი მათთან სახლში მივიდა, რათა ანა ნაცვლიშვილი მოეძებნა. არასრულწლოვანმა მოწმემ ჩვენების მიცემა მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო რამდენჯერმე შეწყვიტა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.



ასევე დაგაინტერესებთ: "მკვლელი არის ეს ადამიანი" - თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი