loader

როგორ გამოიყურება მაღლივის ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მაღლივის ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ

მაღლივიდან წყნეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი კითხვის პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო გზებზე არსებულ საცობებს, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე ფიქსირდება.

„მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე, რომლის დაკავშირება მაღლივიდან ბაგების მიმართულებით მოხდება. პროექტზე მუშაობა დაწყებულია და დიდი ალბათობით მომავალი წლიდან დაიწყება ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ეს პროექტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მათ შორის საცობების განტვირთვის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დღეს უკვე სერიოზული პრობლემაა წყნეთში მოძრავი ავტომობილებისთვის საცობი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ნიკა საჯაია