loader

ძლიერი სტიქია რაჭაში - რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები, დაზიანებულია გზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი სტიქია რაჭაში - რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები, დაზიანებულია გზა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ადიდებულმა მდინარე რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა, ასევე დანგრეულია ხიდის ნაწილიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მერმა ემზარ საბანაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მდინარემ ნაწილობრივ წაიღო სოფლის ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი. ახლა მიმდინარეობს ხიდის აღდგენა. დაიტბორა სავარგულები და გაფუჭდა ნათესები, სახლებში შევიდა წყალი, დაიტბორა ეზოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კომისია იქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის“, - განაცხადა საბანაძემ.