loader

"დავინახე, გოგონა ეგდო ძირს, შემეშინდა, ახლოს ვერ მივედი" - რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავინახე, გოგონა ეგდო ძირს, შემეშინდა, ახლოს ვერ მივედი" - რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა

გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა მეექვსე მიკრორაიონში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.