loader

მინდელის შახტი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დალუქულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინდელის შახტი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დალუქულია

მინდელის შახტი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ისევ დალუქულია. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი საკუთარ გადაწყვეტილებას აუქმებს და პრემიერის განკარგულებას ასრულებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეშახტეებს შახტში ჩასვლას და სამუშაოების შესრულებას აღარ სთხოვს. ეს ინფორმაცია მეშახტეებს მან თავად მიაწოდა, რომლებსაც ეზოში შეხვდა. ჯაყელმა მის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლითაც ის მეშახტეებს სთხოვდა, რომ სამსახურში გამოცხადებულიყვნენ. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა დირექტორმა ეს მოთხოვნა გააუქმა.