loader

"მე შევისყიდე ოთხი ქალბატონისგან" - უფლებადამცველი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შენობაში იმყოფება და მის დატოვებას არ აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე შევისყიდე ოთხი ქალბატონისგან" - უფლებადამცველი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შენობაში იმყოფება და მის დატოვებას არ აპირებს

ავლაბარში, ცუცქირიძის ცამეტ ნომერში მდებარე სასტუმროსთან პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე და სასტუმრო "ქინგ ედუარდის" მეპატრონე ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ.

უფლებადამცველ მამუკა ტუსკაძის განცხადებით, ცუცქირიძის ცამეტში მდებარე სასტუმრო "ქინგ ედუარდის" მეორე სართული მისი საკუთრებაა, თუმცა სასტუმროს მეპატრონე გიორგი ელიბეგოვი მამუკა ტუსკაძეს კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს. უფლებადამცველი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შენობაში იმყოფება და მის დატოვებას არ აპირებს.

როგორც ტუსკაძე აცხადებს, ის პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.