loader

დეპუტატებმა ოჯახური მდგომარეობის მოტივით 1430 სხდომა გააცდინეს - ვის აქვს ყველაზე მეტი გაცდენა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატებმა ოჯახური მდგომარეობის მოტივით 1430 სხდომა გააცდინეს - ვის აქვს ყველაზე მეტი გაცდენა?

მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 2119 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეპუტატებმა 2119 შემთხვევიდან ოჯახური მდგომარეობის მოტივით 1430 სხდომა გააცდინეს, რაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შემთხვევების 68 პროცენტს უდრის. ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი პლენარული და კომიტეტის სხდომა კობა ნაყოფიამ გააცდინა, არასაპატიო მიზეზით კი ყველაზე მეტი გაცდენა უმრავლესობის რიგებიდან შოთა შალელაშვილს აქვს, ხოლო უმცირესობიდან – გიორგი ტუღუშს.