loader

ისტორიაში პირველად მეცნიერებმა მარსზე წყლის არსებობის მტკიცებულებები მოიპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიაში პირველად მეცნიერებმა მარსზე წყლის არსებობის მტკიცებულებები მოიპოვეს

ისტორიაში პირველად მეცნიერებმა მარსზე თხევად ფორმაში წყლის არსებობის მტკიცებულებები მოიპოვეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" წერს.

20-კილომეტრიანი ტბა პლანეტის სამხრეთ პოლუსთან მდებარეობს და ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. აღნიშნული ტბა მეცნიერებმა რადარ "მარსის"-ის საშუალებით დააფიქსირეს, რომელიც პლანეტათაშორის სადგურ "მარს-ექსპრესზეა" დამაგრებული.

აღსანიშნავია, რომ აქამდე NASA-ს ყველგანმავალ "კურიოსიტის" მარსზე მხოლოდ დამშრალი ტბები ჰქონდა აღმოჩენილი, რაც იმას ამტკიცებდა, რომ მარსზე წარსულში წყალი არსებობდა.



ასევე დაგაინტერესებთ: მარსის ასეთი ვიდეო ჯერ არასდროს გინახავთ: ნასამ წითელი პლანეტა დაგვათვალიერებინა