loader

დაძაბული ვითარება ხაიშში: მოსახლეობამ სპეცრაზმს ქვები დაუშინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაძაბული ვითარება ხაიშში: მოსახლეობამ სპეცრაზმს ქვები დაუშინა

ხაიშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა. ადგილობრივები სპეცრაზმის სიახლოვეს ამ დრომდე რჩებიან. მათ ნაწილს ხელში ხელკეტები, ნაწილს კი ფიცრები უჭირავს.

"ჭუბერში - დაზარალებულ სოფელში შემოვიდნენ და იმის პასუხია ეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით კი, პასუხს ითხოვენ პრემიერის განცხადებაზე, რომ ჭუბერში სტიქია ხე-ტყის უკანონოდ მოჭრამ განაპირობა. 



ასევე დაგაინტერესებთ: შევიდნენ ოჯახებში, ეზოებში, არ ვიცი, რას ამოწმებენ - ხაიშში ადგილობრივები სპეცრაზმის გაყვანას ითხოვენ

"ხაიშის ცენტრში სპეცრაზმია შემოსული, დგანან ნიღბებით და ფარებით ჩვენ წინააღმდეგ" - რატომ შეიჭრა პოლიცია ხაიშის ცენტრში