loader

სვანეთში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვანეთში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს

მესტია-ჯვარი-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გუშინ, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გაიხსნა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა ჯებირებისგან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან სპეციალური რაზმის წევრები და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გაიყვანეს. გზის გახსნის მიუხედავად, მოსახლეობას ტერიტორია არ დაუტოვებია. ადგილზე რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივებთან სამუშაო შეხვედრას დღეს გამართავენ. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ის პრობლემები თუ პრეტენზიები, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ. სუბარის განცხადებით, პროცესში აქტიურად ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო ერთ კვირაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები თავად შეხვდებიან მოქალაქეებს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ ხედვებს წარადგენენ.