loader

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს დამატებით 7 ახალი ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს დამატებით 7 ახალი ბრალი წაუყენეს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის, გაუპატიურების მუხლით წაუყენა.

ვეფხია ბაქრაძეს გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ბრალდება აქვს წაყენებული. სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით კი გამოძიებამ მას ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა. ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ბრალდებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს მოკლულის მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება დაკავებულს ედავება, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.



ასევე დაგაინტერესებთ: ეს მის გამო არ გამიკეთებია, მისი ციხიდან გამოსვლის მეშინოდა - რას ჰყვება ბარნოვზე მოკლული გოგონას დედა მკვლელი ქმრის შეწყალებაზე

ჩემს ყოფილ ქმარს ჩემი შვილის მიმართ ყოველთვის აგრესია ჰქონდა - ბარნოვზე მოკლული 25 წლის გოგონას დედა

გავეკიდე, დანით მივაყენე მრავლობითი ჭრილობა - რას წერს ბარნოვზე მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ჩვენებაში

"ბავშვს უთქვამს: დანა მომაწოდა და მითხრა, დაარტყი დედასო და დამარტყმევინაო" - ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები