loader

ხანძარი საგურამოში: ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი საგურამოში: ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული. მათივე ინფორმაციით, დიდი დაკვამლიანება ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავების დაწვამ გამოიწვია.

ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.