loader

"სად არიან, არ იციან, რა ხდება ქალაქში?" - კადრები ფოთიდან, სადაც წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სად არიან, არ იციან, რა ხდება ქალაქში?" - კადრები ფოთიდან, სადაც წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.

განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარება უცვლელია - სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს.

მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყლის გატარება ვერ უზრუნველყო.




ავტორი: მაია ძაგანია